top of page

რა ღირს კენჭოვანი საფარი?

  • Writer: Giorgi Buchukuri
    Giorgi Buchukuri
  • Mar 31
  • 1 min read

Updated: 5 days ago

კენჭოვანი საფარის ფასები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, თუმცა, იმისთვის, რომ იცოდეთ, რა მოლოდინი უნდა გქონდეთ სავარაუდო ბიუჯეტზე, აქვე ჩამოვთვლით, როგორ ანგარიშდება საბოლოო ღირებულება:


მასალა


საფეხმავლო გამოყენების კენჭოვანი საფარი 12 მილიმეტრი სისქის იგება და 1 კვადრატული მეტრისთვის სამყოფი მასალის სრული კომპლექტი 100 ლარი ღირს.


თუ კენჭოვანი საფარი საავტომობილოდ უნდა გამოიყენოთ, მაშინ 18 მილიმეტრი სისქის უნდა დაიგოს და 1 კვადრატული მეტრისთვის სამყოფი მასალის სრული კომპლექტი 130 ლარი ღირს.


მასალის ფასი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია კენჭოვანი საფარის საბოლოო კალკულაციაში. გამოყენებული მასალის აბსოლუტური უმეტესობა შემოდის დიდი ბრიტანეთიდან, სადაც წარმოებულია უმაღლესი დონის დანადგარებით და გავლილი აქვს არაერთი შემოწმება, რაც საბოლოო მომხმარებლისთვის სანდოობის უმაღლეს დონეს განაპირობებს.


კენჭოვანი საფარი - ხელობა


ხელობის სტანდარტული ღირებულება 1 კვადრატულ მეტრზე 30 ლარია.

ობიექტის ნახვის შემდეგ, სირთულიდან და დამატებითი საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლოა დაკორექტირდეს ფასი.


ჩვენს ჯგუფებს გავლილი აქვთ ბრიტანული ტრენინგები და იყენებენ ბრიტანეთიდან შემოტანილ მიქსერს და ხელსაწყოებს. რაც საშუალებას გვაძლევს, უმაღლესი პროფესიონალიზმით შევასრულოთ ყველა პროექტი.


გარდა ამისა, ჩვენი ჯგუფის მიერ დაგებულ კენჭოვან საფარს 5 წლიანი გარანტია აქვს.


ობიექტის მომზადება


კენჭოვანი საფარი იგება მყარ ზედაპირზე, როგორიცაა: ბეტონი, ასფალტი, ქვა, კერამიკა და ა.შ. ეს მყარი ზედაპირი კენჭოვანი საფარის დაგებამდე უნდა გქონდეთ მომზადებული.


მყარი ზედაპირის მოწყობა (მაგალითად ბეტონის დასხმა) ჩვენს ჯგუფსაც შეუძლია, თუმცა მისი ღირებულება დამატებით უნდა განისაზღვროს ადგილზე ვიზიტის შემდეგ.


შეკვეთის გასაფორმებლად, ან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით ნომერზე: 591120217


კენჭოვანი საფარი ეზოს დიზაინში

 
 
 

2 Comments


Levan Nadashvili
Levan Nadashvili
Jun 05

ძვირია!

Like

Jumberi Bendeliani
Jumberi Bendeliani
May 15

100 მ2 რომ ავიღოთ 160 ლარი მ2=16000 ლარი - ძალიან ძვირია!

Like
bottom of page