დეკორატიული კენჭები ეზოს დიზაინში : პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები
- Giorgi Buchukuri
- Jul 17
- 2 min read
Updated: Jul 18

დეკორატიული კენჭები ეზოს ფუნქციური და ესთეტიკური მოწყობისთვის, თანამედროვე და გემოვნებიანი გადაწყვეტილებაა.
ისინი იცავენ ნიადაგს, ხელს უშლიან სარეველების ზრდას და ამარტივებენ ეზოს მოვლას.
ამ სტატიაში, თანამედროვე ლანდშაფტის დიზაინის ტენდენციებზე დაყრდნობით, გიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს: სად შეიძლება დააგოთ კენჭოვანი საფარი, როგორ შეარჩევთ მათ ფერსა და ზომას კონკრეტული სივრცისთვის, როგორ შექმნით მყუდრო, ფუნქციურ და ლამაზ ეზოს კენჭების გამოყენებით.
VGCC-ის მრავალფეროვანი არჩევანი დაგეხმარებათ, შექმნათ დიზაინი, რომელიც შეესაბამება თქვენს გემოვნებასა და ეზოს სპეციფიკას.
სად შეიძლება დეკორატიული კენჭების გამოყენება?
კენჭოვანი ბილიკები და გასასვლელები
ალბათ, აქამდე არაერთი ფოტო ან კატალოგი გინახავთ, სადაც დეკორატიული კენჭები იდეალურია მთავარი ბილიკებისთვის. ასეცაა, თუმცა, შეგიძლიათ, დეკორატიული კენჭები გადასასვლელ ბილიკებზეც გამოიყენოთ, რაც თქვენს ეზოს ინდივიდუალურ სტილს შესძენს.
მიწისფერი ტონები (Tuscan), ზღვისფერი ელფერები ნაცრისფერში (Poseidon) ან ბეჟი (Palazzo) დინამიკურ სივრცეს ქმნის. გადასასვლელების გასაფორმებლად შეგიძლიათ ნებისმიერი მათგანი გამოიყენოთ. ეს დამოკიდებულია იმაზე, კლასიკურ სტილს აირჩევთ, მინიმალისტურს თუ გარდამავალს.
კიბის საფეხურები და შესასვლელები
კიბის ან შესასვლელების კენჭებით გაფორმება ვიზუალურად მიმზიდველია და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ხელს უშლის მტვრის დაგროვებას.
გამოიყენეთ მდოგვისფერი შერეული მუქ ტონებთან (Saint Antoine) ან ბრინჯაოსფერისა და ოქროსფერის კომბინაციები (Anchor Bay), ისინი გამოკვეთენ შესასვლელებს და ამავე დროს, ძალიან ელეგანტური სტილს ქმნიან.
ეზოს სპორტული ზონა ან ბავშვების კუთხე
დეკორატიული კენჭები საუკეთესო გადაწყვეტილებაა სპორტული ზონებისთვის, რადგან ისინი უზრუნველყოფენ ბალანსს და ამცირებენ თამაშის დროს დაზიანების რისკს.
აქტიურ ზონებს არაჩვეულებრივად ერგება ისეთი მკვეთრი ფერები, როგორებიცაა, კლდოვანი შავ-ნაცრისფერი (Boulder) ან მუქი შოკოლადისფერი შერეული ოქროსფერთან (Bastille).
მცენარეების გარშემო გაფორმება
მცენარეებთან კენჭების განთავსება ნიადაგს გადახურებისგან იცავს და ამავდროულად, კომპოზიციას დასრულებულ იერს სძენს.
მაგალითად, შავისა და ნაცრისფერის კომბინაცია (Valentini) ეხამება ლავანდას, ხოლო ტროპიკული ლურჯ-ნაცრისფერი (Ipanema Beach) იდეალურია ბუჩქებთან და მარადმწვანე მცენარეებთან.
სხვა იდეები: სად დავამატოთ კენჭოვანი საფარი?
დეკორატიული კენჭები არ შემოიფარგლება მხოლოდ ბილიკებითა და კიბით მისი გამოყენება შესაძლებელია მრავალ სხვადასხვა მიზნობრივ ზონაში:
სარწყავი სისტემის ირგვლივ: იცავს მილებს და არეგულირებს წყლის გადინებას;
ეზოს საზღვრების გამოკვეთა: კენჭებით შესაძლებელია ზონების გამიჯვნა ვიზუალური ხერხებით.
ფასადის წინა ნაწილი: კენჭოვანი დეკორი შენობის წინ პირველ შთაბეჭდილებას ქმნის.
დეკორატიული ქოთნების ქვეშ: ხელს უშლის წყლის დაგუბებასა და ჭუჭყის წარმოქმნას
როგორ შევარჩიოთ კენჭების ფერი და ზომა?
ნეიტრალური ტონები გამოიყენეთ იქ, სადაც სივრცემ მშვიდი გარემო უნდა შექმნას, ასეთი ტონებია: ბრინჯაოსფერი და ოქროსფერი კომბინაციები (Anchor Bay); ასევე მდოგვისფერი და ბეჟი შერეული მუქ ტონებთან (Saint Antoine);
მუქი ფერები გამოიყენეთ იქ, სადაც კონტრასტის შექმნა გსურთ, ასეთი ფერებია: მუქი შოკოლადისფერი შერეული ოქროსფერთან (Bastille); ასევე შავისა და ნაცრისფერის კომბინაცია (Valentini);
პატარა ზომის კენჭები რეკომენდებულია ვიწრო ბილიკებისთვის, მცენარეების გარშემო, ან დეკორატიული ზოლებისთვის.
დიდი ზომის კენჭები კი სტრუქტურირებულობას ანიჭებს ცენტრალურ სივრცეებს, უმჯობესია - ეზოს შემოსასვლელში ან გზის გარშემო.
რჩევები კენჭების განლაგებისთვის: ეზოს დიზაინი და სტრუქტურა
პირველ რიგში, დაიცავით ბუნებრივი კონტურები. სწორად დაგებული კენჭოვანი ბილიკები მცენარეების გარშემო ზოლებს, ან კუთხეებს გამოკვეთს და ეზოს ესთეტიკურობას მატებს.
ასევე, ითამაშეთ ფერებით. არ შეუშინდეთ ფერების შერევას, მაგალითად, მიწისფერი (Tuscan) და ბეჟი ელფერები (Palazzo) ერთად მყუდრო, მზიან ატმოსფეროს ქმნიან. კონტრასტისთვის კი შეგიძლიათ დაამატოთ მუქი ტონალობები, Valentini ან Bastille.
შექმენი უნიკალური ეზოს დიზაინი VGCC-ის დახმარებით
თუ გემოვნებიან და პრაქტიკულ გადაწყვეტას ეძებთ ეზოსთვის, VGCC-ის დეკორატიული კენჭები საუკეთესო არჩევანია. დაგვიკავშირდით და დაგეხმარებით ეზოს დაგეგმარებაში.
+995 591 120 217
ელ. ფოსტა: info@vgcc.ge
VGCC ადგილი, სადაც თითოეულ დეტალში ვქმნით ელეგანტურობას!