top of page

ახალი ინოვაციური პროდუქტი ეზოს მოვლისთვის და მოწყობისთვის – Easihold სპრეი უკვე საქართველოშია

  • Writer: Giorgi Buchukuri
    Giorgi Buchukuri
  • Sep 23, 2025
  • 3 min read

Updated: Sep 25, 2025

Easihold სპრეი

თანამედროვე ეზოს მოვლა ეფუძნება ტექნოლოგიებს, ინოვაციასა და ეკო-მეგობრულ მიდგომებს. დღეს, როცა დრო და რესურსი ყველასთვის ფასეულია, ეზოს მოვლისა და მოწყობის პროცესიც უნდა იყოს მარტივი, ეფექტური და გრძელვადიანი. სწორედ ამ საჭიროებებზე პასუხობს კომპანია VGCC, რომელმაც ქართულ ბაზარზე შემოიტანა მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ინოვაციური პროდუქტი Easihold სპრეი. ეს არის ეზოს მოვლის ახალი ტექნოლოგია, რომელიც ამარტივებს დეკორატიული კენჭების, ბილიკებისა და მულჩის ზონების მოწყობას, უზრუნველყოფს სისუფთავესა და სტაბილურობას, და რაც მთავარია, იცავს გარემოს.


VGCC უკვე წლებია, რაც ქართულ ბაზარზე მომხმარებელს სთავაზობს თანამედროვე, ხარისხიან და ეკო-მეგობრულ პროდუქტებს ეზოსა და ბაღის მოწყობისთვის. Easihold სპრეის შემოტანით, VGCC კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ლიდერობას და ზრუნავს იმაზე, რომ ქართველ მომხმარებელს ჰქონდეს წვდომა იმავე ინოვაციებზე, რაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია ხელმისაწვდომი. 



რატომ გვჭირდება ინოვაციური გადაწყვეტილებები ეზოს მოვლაში?

ფუნქციური, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა დღევანდელი ლანდშაპტის დიზაინის მთავარი ტენდენციაა. 


ტრადიციული მეთოდები ხშირად რთული, ძვირადღირებული ან ნაკლებად გამძლეა. მაგალითად, თუკი დეკორატიული კენჭებს ძველი მეთოდით დააგებთ, ან არაპროფესიონალს მიანდობთ, იგი დაიშლება, დაიფანტება და რეგულარულ მოვლას მოითხოვს.  


სწორედ აქ გვჭირდება ისეთი პროდუქტები, რომლებიც ამარტივებს პროცესს და ზრდის შედეგის ხანგრძლივობას.



რა არის Easihold სპრეი და როგორ მუშაობს?


Easihold არის წყლის ბაზაზე შექმნილი, სრულიად არატოქსიკური კენჭის გასამაგრებელი სპრეი, რომელიც უზრუნველყოფს პატარა ქვების ფიქსაციას. მისი გამოყენება ძალიან მარტივია: საკმარისია სპრეის შესხურება ბაღის კენჭებზე ან მულჩიზე, რის შემდეგაც მასალა ერთმანეთს ეკვრის და აღარ იფანტება.


პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები:


  • წყლის ბაზაზე შექმნილი ფორმულა: ეკო-მეგობრული და უსაფრთხო როგორც მცენარეებისთვის, ისე შინაური ცხოველებისთვის.

  • გამძლე შედეგი: ინარჩუნებს ზედაპირის სისუფთავესა და სტაბილურობას.

  • სრულიად გამჭვირვალე საფარი: არ ცვლის დეკორატიული კენჭის ბუნებრივ ფერს.

  • სრულად გამტარი სტრუქტურა: წყალი თავისუფლად ჩადის მიწაში, რაც იცავს მცენარეებსა და ნიადაგს.



ეკო-მეგობრული და გამძლე გადაწყვეტილება თქვენი ეზოსთვის

Easihold-ის მთავარი უპირატესობა მისი ეკო-მეგობრული და უსაფრთხო ფორმულაა. პროდუქტი არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, არ აზიანებს მცენარეებს, ნიადაგს და შინაურ ცხოველებს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც პატარა ბაღებში, ისე დიდ დეკორატიულ სივრცეებში. გარდა ამისა, Easihold იცავს ზედაპირს ქარისგან, ფეხით სეირნობისგან და ამცირებს მოვლის სიხშირეს.



პრაქტიკული გამოყენება: სად და როგორ გამოვიყენოთ Easihold?

Easihold სპრეი ეზოს მოვლისთვის მრავალფეროვან სივრცეში გამოიყენება:


  • ბაღის ბილიკებზე: კენჭები აღარ იფანტება, ზედაპირი რჩება სუფთა და მოწესრიგებული.

  • დეკორატიულ სივრცეებში: ყვავილების დასადგამები, ალპური ბაღები ან მულჩით დაფარული ზონები უფრო მიმზიდველი და გამძლე ხდება.

  • ეზოს დიზაინში: ეს არის მარტივი გადაწყვეტა სივრცის ესთეტიკური გამაგრებისთვის, რომელიც ამცირებს მოვლის საჭიროებას.


შენიშვნა: Easihold არ არის განკუთვნილი მანქანის სავალი გზებისთვის. საუკეთესო შედეგი მიიღწევა მაშინ, როცა კენჭის ფენა დაახლოებით 20 მმ-ია



Easihold – გლობალური წარმატების ისტორია

Easihold-ის მოგზაურობა დაიწყო 2019 წელს და ძალიან მალე მსოფლიო მასშტაბით პოპულარული გახდა. პროდუქტი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე მილიონობით მომხმარებლის რჩეულია.


ძირითადი მიღწევები:

  • Retailer’s Choice Award: Easihold აღიარებულ იქნა ლას-ვეგასის Hardware Show-ზე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროდუქტი.

  • King’s Award for Enterprise (UK): პრესტიჟული ჯილდო ბრიტანეთში, რომელიც ადასტურებს Easihold-ის მაღალ ხარისხსა და ინოვაციურობას.

  • მომხმარებელთა კმაყოფილება: Easihold-ის გუნდი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლებთან კომუნიკაციაზე და ახალ ინოვაციებზე.



რატომ ირჩევენ Easihold-ს VGCC-ს მეშვეობით?


VGCC უზრუნველყოფს Easihold-ის ექსკლუზიურ იმპორტს საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტი ყოველთვის არის ხარისხიანი, სანდო და ორიგინალი. კომპანია ზრუნავს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას პროდუქტის შერჩევისა და გამოყენების პროცესში.


  • პრემიუმ ინგრედიენტები და ხარისხის კონტროლი: Easihold იწარმოება უმაღლესი სტანდარტების დაცვით.

  • ნაკლები მოვლა, მეტი კომფორტი:  “Loose stones shouldn’t mean loose standards” ეს არის Easihold-ის სლოგანი, რომელიც ხაზს უსვამს ხარისხსა და შედეგს.

  • გამოცდილი გუნდი: VGCC-ს გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებსაც რეალური გამოცდილება აქვთ ეზოსა და ბაღის მოწყობაში.



როგორ შევიძინოთ Easihold საქართველოში?


Easihold ხელმისაწვდომია საქართველოში VGCC-ს ოფიციალური წარმომადგენლობისა და პარტნიორი მაღაზიების მეშვეობით. ასევე შესაძლებელია ონლაინ შეკვეთა, რაც ამარტივებს პროდუქტის შეძენის პროცესს და გიზოგავთ დროს.



ინოვაცია, რომელიც ცვლის ეზოს მოვლის წესებს

ეზოს მოვლის ახალი ტექნოლოგია უკვე საქართველოშია! Easihold VGCC-სგან, არის პროდუქტი, რომელიც ინოვაციას ყოველდღიურ კომფორტად აქცევს.


VGCC-ს მიერ შემოტანილი Easihold სპრეი პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს: ამარტივებს ეზოს მოვლას, ამცირებს ხარჯებს, იცავს ბუნებას და ქმნის სუფთა, ლამაზ გარემოს. 


VGCC თქვენი ეზოს სილამაზისა და კომფორტის გარანტია!


 
 
 

Comments


bottom of page