top of page

ეზოს ბილიკის მოწყობა კენჭოვანი საფარით – უპირატესობები და ფასები

  • Writer: Giorgi Buchukuri
    Giorgi Buchukuri
  • Oct 13
  • 3 min read
ეზოს ბილიკის მოწყობა


თანამედროვე ლანდშაფტის დიზაინში ეზო იქცა სივრცედ, რომელიც ადამიანის აზროვნების, გემოვნებისა და ეპოქის სარკეა. თუ წარსულში ეზო იყო ადგილი, სადაც ადამიანი ბუნებას სიმეტრიითა და კონტროლით “ალაგებდა” დღეს თანამედროვე ეზო სრულიად ახალ ხედვას გამოხატავს: ბუნებასთან შერწყმასა და მინიმალისტურ სიმშვიდეს.


კენჭოვანი საფარი ბუნებრივი და ხელმისაწვდომი გზაა ლამაზი ბილიკის მოსაწყობად, რომელიც ჰარმონიაშია როგორც მცენარეებთან, ისე არქიტექტურასთან.



რატომ უნდა ავირჩიოთ კენჭოვანი საფარი ეზოს ბილიკის მოწყობისთვის?


ეზოს ბილიკის მოწყობა ყოველთვის იწყება ერთი მთავარი კითხვით: რა მასალა ავირჩიო? 

ბეტონი, ბალახი თუ ქვა და ფილა?


კენჭოვანი საფარი სამივეს ალტერნატივაა, რომელიც აერთიანებს ბუნებრივ იერს, გამძლეობასა და მოქნილობას. 


ისტორიულადაც, ეზო აღიქმებოდა, როგორც საშინაო სივრცის გაგრძელება, ადგილი, სადაც ადამიანები მუშაობდნენ, ისვენებდნენ, საუბრობდნენ. 


  • ამერიკელებისთვის “yard” თავდაპირველად პრაქტიკული სივრცე იყო: საქონლის დასაყენებლად, სამუშაოდ ან მოსავლის დასამუშავებლად. დროთა განმავლობაში, როცა ქალაქები განვითარდა, ეზოები თანდათან ბაღებად გადაიქცა. სივრცეებად, სადაც ადამიანი ბუნებასთან სიახლოვეს ეძებდა. 

  • ბაღების ისტორია კი ბევრად ძველია: ძველ ეგვიპტეში ბაღი სიმშვიდისა და მარადიულობის სიმბოლო იყო, 

  • ბაბილონში - სამოთხის სახე, 

  • საბერძნეთსა და რომში კი საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილი. 

  • ისლამურ სამყაროში ბაღი სულის თავშესაფარი იყო. 

  • შუა საუკუნეების ევროპაში კი მედიტაციის ადგილი.

  • რენესანსის ეპოქაში - კონტროლისა და წესრიგის სიმბოლო, თუმცა XVIII საუკუნეში ევროპელმა მოაზროვნეებმა რევოლუციური იდეები წამოაყენეს. 


ალექსანდერ პოუპი (1688-1744), პოეტი და ესთეტიკის თეორეტიკოსი, წერდა, რომ ხეს არ უნდა მიანიჭო ხელოვნური ფორმა. მის იდეებს მხარი დაუჭირა ჯოზეფ ედისონმა (1672-1719), ინგლისელმა ესეისტმა და პოეტმა, რომელმაც თავის ცნობილ წერილებში, განსაკუთრებით “გონების სიამოვნებებზე” (Pleasures of the Imagination, 1712), ხაზი გაუსვა “სილამაზის წესრიგის გარეშე” იდეას -  შთაგონებულს ჩინური ბაღების ასიმეტრიული სტილით. სწორედ ეს მიდგომა, რომელიც ბუნებრივ სპონტანურობას აფასებდა, ინგლისური და ევროპული რომანტიზმის ერთ-ერთი საფუძველი გახდა.


ამ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა უილიამ კენტი, რომლის პრინციპი იყო: “ბუნებას სწორი ხაზები სძულს”. მისი ბაღები იქცა ბუნების გაგრძელებად - ტალღოვანი ბილიკებითა და თავისუფლად გაზრდილი ხეებით.


დღეს კი ეზო იქცა პირად სამყაროდ, სადაც ვეძებთ იმ სიჩუმეს, რომელიც დაკარგულია ხმაურსა და ტექნოლოგიაში. 


სწორედ ამ სივრცეში კენჭოვანი საფარი გვაძლევს საშუალებას, ბუნებასთან ჰარმონიული კავშირი შევინარჩუნოთ.



კენჭოვანი საფარის ძირითადი უპირატესობები: სტილი, გამძლეობა და მარტივი მოვლა



1. ბუნებრივი ესთეტიკა და ჰარმონია  

კენჭები სხვადასხვა ფერში, ზომასა და ტექსტურაში გვხვდება, რაც საშუალებას გაძლევს შექმნა უნიკალური ბილიკი: თბილი ტონალობის ბაღისთვის თუ კონტრასტული, თანამედროვე ეზოსთვის. კენჭოვანი საფარი ჰარმონიაშია მცენარეებთან, ხეებთან და არქიტექტურასთან, ქმნის მშვიდ, ბალანსირებულ ატმოსფეროს. ეს სწორედ ის თავისუფლების ესთეტიკაა, რომელიც XVIII საუკუნის ევროპულ ბაღებში დაიბადა და დღემდე აქტუალურია.


2. გამძლეობა და დრენაჟი  

კენჭები იდეალურია იმ პირობებში, სადაც წვიმის წყლის დრენაჟი მნიშვნელოვანია. სწორად დაგებული კენჭოვანი საფარი წლების განმავლობაში ინარჩუნებს ფორმასა და იერს. ისე, როგორც აღმოსავლურ ბაღებში, სადაც წყალი და ქვა სიმშვიდის და ბალანსის სიმბოლოა, კენჭოვანი ბილიკიც ბუნებრივად გამძლე და ჰარმონიულ გარემოს ქმნის.


3. ეკონომიურობა  

კენჭოვანი საფარი ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი ვარიანტია ბილიკის საფარის ფასებს შორის. მას არ სჭირდება ბეტონის სარტყელი ან რთული ინსტალაცია: საკმარისია სწორი მოსამზადებელი ფენა და ხარისხიანი მასალა. ეს მიდგომა ეხმიანება თანამედროვე ეზოს ფილოსოფიას “ნაკლებად ფორმალური, მეტად ცოცხალი და ხელმისაწვდომი”.


4. მარტივი მოვლა და განახლება  

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ზედა ფენის განახლება ახალი კენჭებით, სწრაფად და იაფად. ბილიკის მოვლა არ საჭიროებს ძვირადღირებულ რესურსებს, რაც კიდევ უფრო ზრდის მის პოპულარობას.



კენჭოვანი საფარის ფასი და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული მისი ღირებულება



ბილიკის საფარის ფასები მერყეობს კენჭის ტიპის, ზომისა და ეზოს მასშტაბის მიხედვით.  კონკრეტული ღირებულება დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • კენჭის ტიპი და ზომა

  • ფენის სისქე: რაც უფრო სქელი საფარია, მით მეტი მასალა სჭირდება.

  • მიწის მომზადება

  • ტრანსპორტირება და შრომა: შორ მანძილზე მასალის გადაზიდვა ან რთული რელიეფი ასევე ზრდის ფასს.


VGCC-ში საფეხმავლო 12 მმ-იანი საფარი ჯდება საშუალოდ 145 ლარი კვ.მ-ზე, ხოლო საავტომობილო 18 მმ-იანი,  დაახლოებით 175 ლარი კვ.მ-ზე, რაც მოიცავს მასალასა და სამუშაოს ღირებულებას.


ასევე, კიბის მოპირკეთების ფასი მერყეობს 200-250 ლარის ფარგლებში თითო საფეხურზე, საფეხურის ზომის მიხედვით.


ეზოს ბილიკის მოწყობის ძირითადი ეტაპები


კენჭოვანი ბილიკის სწორად მოწყობა მოითხოვს გეგმას და რამდენიმე აუცილებელ ეტაპს:


  1. დაგეგმე ბილიკის მარშრუტი  

დააკვირდი, როგორ გადაადგილდებიან ადამიანები ეზოში: ბილიკი უნდა იყოს კომფორტული, დაუკავშირდეს სახლის შესასვლელს, ბაღს ან ტერასას. ეს მიდგომა ეხმიანება აღმოსავლურ ბაღებს, სადაც თითოეულ ბილიკს თავისი განწყობა აქვს და მოძრაობა ბუნებრივად მიედინება.


  1. ნიადაგის მომზადება

  2. საბაზისო ფენის დამატება (ბეტონის ფილა ან VubaMac-ის ბაზა)  


  1. კენჭების დაფენა  

კენჭოვანი ფენის დაგება (საშუალოდ 12-18 სმ). არჩევანის მიხედვით შეგიძლია შეურიო ფერები ან ტექსტურები ვიზუალური ეფექტისთვის.


  1.  ბილიკის ბორტირება  

ბორტები იცავს ბილიკს გაფანტვისგან და დასრულებულ იერს აძლევს მას. 



პრაქტიკული რჩევები ბილიკის მოვლისთვის


  • პერიოდულად გაწმინდე ბილიკი ფოთლებისა და ნამსხვრევებისგან;

  • დაბინძურების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადარეცხოთ წყლის ჭავლით ან მაღალი წნევის აპარატით. 


კენჭოვანი საფარი არ საჭიროებს ძვირადღირებულ მოვლას და აქვს 20 წლიანი ექსპლუატაციის ვადა, სწორედ ამიტომ არის ის ასე პოპულარული თანამედროვე ეზოებში.



დასკვნა: ბილიკი, რომელიც აერთიანებს სილამაზესა და ხელმისაწვდომობას


ეზოს ისტორია გვასწავლის, რომ ეს სივრცე აღნიშნავს ჩვენს დამოკიდებულებას სამყაროსადმი, თუ როგორ ვხედავთ ბუნებას, დასვენებას, სახლს და გარემოს. 


კენჭოვანი საფარით ეზოს ბილიკის მოწყობა არის იდეალური მაგალითი იმისა, რომ სილამაზე და გამძლეობა დიდ ხარჯებს არ მოითხოვს. ეს მასალა აერთიანებს ბუნებრივ იერს, ეკონომიურობასა და გამძლეობას, ქმნის ბილიკს, რომელიც არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ ესთეტიკურადაც გამორჩეული.


ბილიკი შენი ეზოს დიზაინის ცენტრალური ელემენტია, რომელიც სტუმარს პირველი შეეგებება და მთლიანად ცვლის გარემოს განწყობას. სწორად შერჩეულ კენჭოვანი საფარს კი ამ იდეის სრულყოფილად რეალიზება შეუძლია: გამძლე, ხელმისაწვდომი და ბუნებრივად ლამაზი გზით.


სწორედ ასე გვაბრუნებს კენჭოვანი ბილიკი იმ პირველ აზრთან, რომ ეზო ბუნების გაგრძელბაა შენს სახლთან და არა ბუნების დაპყრობა შენს სახლში. 

 
 
 

Comments


bottom of page