top of page

როგორ მივიღოთ სრულად წყალგამტარი კენჭოვანი საფარი?

  • Writer: Giorgi Buchukuri
    Giorgi Buchukuri
  • Mar 20
  • 1 min read

როგორც ჩვენმა მომხმარებელმა კარგად იცის, კენჭოვანი საფარი იგება მყარ ზედაპირზე - ბეტონის, ასფალტის ან ძველი კერამიკის ფენაზე.


ასეთ შემთხვევებში, თვითონ კენჭოვანი საფარის ზედაპირი წყალგამტარია, ხოლო მის ქვეშ არსებული ფენა - წყალგაუმტარი, შესაბამისად, საჭიროა მყარი ფენიდან წყლის გატანა დახრით, დრენაჟის სისტემით ან ტრაპით.


სრულად წყალგამტარი კენჭოვანი საფარი


რა უნდა ვქნათ, რომ კენჭოვანი საფარი სრულად წყალგამტარი იყოს და წვიმის წყალი პირდაპირ მიწაში დაიწრიტოს?


ამისთვის ორი ვარიანტია აპრობირებული:


1.     წყალგამტარი ბეტონი


წყალგამტარი ბეტონი ჩვეულებრივი ტიპის ბეტონისგან იმით განსხვავდება, რომ ქვიშის ფრაქცია არ აქვს შერეული და უფრო ფოროვანია, შესაბამისად თავისუფლად ატარებს წყალს.

 

2.     კენჭოვანი ბაზა (VubaMac)


VubaMac-ის კენჭოვანი ბაზა უფრო მსხვილი ფრაქციის კენჭებისგან შედგება, ვიდრე კენჭოვანი საფარი, თუმცა შერევის, შეწებებისა და დაგების პრინციპი იგივე აქვს. წყალგამტარ ბეტონთან შედარებით აქვს რამდენიმე უპირატესობა:


  • იგება გაცილებით თხელი ფენა, შესაბამისად ბევრად უფრო ნაკლები მიწის მოჭრა და გატანაა საჭირო, რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ აიაფებს ჯამურ პროექტს

  • ბევრად უფრო გამძლეა და გაცილებით მეტ დატვირთვას უძლებს. შესაბამისად, ექსპლუატაციის ვადაც მეტი აქვს

  • წყალგამტარ ბეტონზე უფრო მეტად წყალგამტარია

 

კი მაგრამ, რატომ უნდა გვინდოდეს სრული წყალგამტარობის მიღწევა? ამის ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ჩვენს ზემოქმედებას გარემოზე მნიშვნელოვნად ვამცირებთ. როდესაც ვაშენებთ შენობებს, ვაგებთ ასფალტის გზებს ან ბეტონის ბილიკებს, ჩვენ იმ ტერიტორიიდან წყლის ნაკადებს მივმართავთ სადრენაჟე არხებისკენ, მდინარეებისა და ზღვებისკენ. ამით, ვამცირებთ წყლის ბუნებრივ ფილტრაციას, ვზრდით წყალდიდობების რისკს და ვაჩქარებთ მიწის გამოფიტვას.


ბევრ ქვეყანაში, მშენებლობის დაწყებისას, მშენებელი ვალდებულია წარმოადგინოს გარემოზე ზემოქმედების დასკვნები, რაშიც წყალგამტარობასაც ითვალისწინებენ ხოლმე.


ასე რომ, გარდა იმ ცნობილი უპირატესობებისა, რასაც კენჭოვანი საფარის დაგებით ვიღებთ, კენჭოვანი ბაზის გამოყენებით კიდევ უფრო ვზრდით სარგებელს და ბუნებასაც ნაკლებ ზიანს ვაყენებთ.


კენჭოვანი ბაზა (VubaMac) სრულიად ახალი პროდუქტია. საქართველოში ჯერჯერობით შეკვეთით შეგვიძლია ჩამოტანა, თუმცა ძალიან მალე ადგილზეც გვექნება მარაგები.


სრულად წყალგამტარი კენჭოვანი საფარი

 
 
 

Comentários


bottom of page