რა ღირს კენჭოვანი საფარი?
- Giorgi Buchukuri
- Mar 31
- 1 min read
კენჭოვანი საფარის ფასები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, თუმცა, იმისთვის, რომ იცოდეთ, რა მოლოდინი უნდა გქონდეთ სავარაუდო ბიუჯეტზე, აქვე ჩამოვთვლით, როგორ ანგარიშდება საბოლოო ღირებულება:
მასალა
საფეხმავლო გამოყენების კენჭოვანი საფარი 12 მილიმეტრი სისქის იგება და 1 კვადრატული მეტრისთვის სამყოფი მასალის სრული კომპლექტი 100 ლარი ღირს.
თუ კენჭოვანი საფარი საავტომობილოდ უნდა გამოიყენოთ, მაშინ 18 მილიმეტრი სისქის უნდა დაიგოს და 1 კვადრატული მეტრისთვის სამყოფი მასალის სრული კომპლექტი 130 ლარი ღირს.
მასალის ფასი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია კენჭოვანი საფარის საბოლოო კალკულაციაში. გამოყენებული მასალის აბსოლუტური უმეტესობა შემოდის დიდი ბრიტანეთიდან, სადაც წარმოებულია უმაღლესი დონის დანადგარებით და გავლილი აქვს არაერთი შემოწმება, რაც საბოლოო მომხმარებლისთვის სანდოობის უმაღლეს დონეს განაპირობებს.
ხელობა
ხელობის სტანდარტული ღირებულება 1 კვადრატულ მეტრზე 30 ლარია.
ობიექტის ნახვის შემდეგ, სირთულიდან და დამატებითი საჭიროებებიდან გამომდინარე შესაძლოა დაკორექტირდეს ფასი.
ჩვენს ჯგუფებს გავლილი აქვთ ბრიტანული ტრენინგები და იყენებენ ბრიტანეთიდან შემოტანილ მიქსერს და ხელსაწყოებს. რაც საშუალებას გვაძლევს, უმაღლესი პროფესიონალიზმით შევასრულოთ ყველა პროექტი.
გარდა ამისა, ჩვენი ჯგუფის მიერ დაგებულ კენჭოვან საფარს 5 წლიანი გარანტია აქვს.
ობიექტის მომზადება
კენჭოვანი საფარი იგება მყარ ზედაპირზე, როგორიცაა: ბეტონი, ასფალტი, ქვა, კერამიკა და ა.შ. ეს მყარი ზედაპირი კენჭოვანი საფარის დაგებამდე უნდა გქონდეთ მომზადებული.
მყარი ზედაპირის მოწყობა (მაგალითად ბეტონის დასხმა) ჩვენს ჯგუფსაც შეუძლია, თუმცა მისი ღირებულება დამატებით უნდა განისაზღვროს ადგილზე ვიზიტის შემდეგ.
შეკვეთის გასაფორმებლად, ან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით ნომერზე: 591120217

Comments