top of page

კენჭოვანი საფარის უპირატესობები

  • Writer: Giorgi Buchukuri
    Giorgi Buchukuri
  • Mar 24
  • 1 min read

 


კენჭოვანი საფარი საკმაოდ მიმზიდველია და თქვენი ექსტერიერის ნებისმიერ დიზაინს შეგიძლიათ მოარგოთ. თუმცა, გარდა ვიზუალისა ფუნქციურადაც საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. ამ სტატიაში ვეცდებით, მიმოვიხილოთ ძირითადი უპირატესობები და შევადაროთ ის სხვა ტიპის მოპირკეთებას.

 

1.     წყალგამტარობა


წყალგამტარობა კენჭოვანი საფარის მთავარი უპირატესობაა. წარმოიდგინეთ, სახლიდან გამოდიხართ წვიმაში, ან ახალ ნაწვიმარზე და ფეხი არ გისველდებათ და არ გისრიალებთ, რადგან წვიმის წყალი ზედაპირზე გუბეებად არ გროვდება. ინოვაციური ტექნოლოგია საშუალებას იძლევა კენჭები ერთმანეთ ისე მიეწებოს, რომ მათ შორის ფორები დარჩეს და წყლის დაწრეტას ხელი არ შეუშალოს.

 

2.     სიმყარე

ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ, რომ კენჭოვანი საფარი ქვასთან და კერამიკასთან შედარებით ნაკლებად მყარია, კენჭები შეიძლება ამოიყაროს და ა.შ. თუმცა, ჩვენი ბრიტანული წარმოების ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მივიღოთ ისეთი მყარი ზედაპირი, რომ ათწლეულების განმავლობაში არ დაზიანდეს. მისი გადარეცხვა მაღალი წნევითაც არის შესაძლებელი და ერთ კენჭიც კი არ ამოვარდება. ალბათ, ხშირად გინახავთ ქვის დაზიანებული ბილიკები, ან ბეტონის დამსკდარი ბილიკები. კენჭოვანი საფარის შემთხვევაში, ასეთი პრობლემები არ გელოდებათ.

 

3.     ადვილად მოსავლელი

მიუხედავად იმისა, რომ კენჭოვანი საფარი ფოროვანია, მასში ჭუჭყი ადვილად არ ჯდება. რომც ჩაჯდეს, მარტივად ხდება მისი გადარეცხვა, როგორც წყლის ჩვეულებრივი ჭავლით, ასევე კერხერითაც. კენჭოვანი საფარი იტანს ზეთის წვეთებსაც. თუ ავტომობილის გასაჩერებელ ბილიკზე აპირებთ მის დაგებას, ზეთის ლაქების პრობლემა არასოდეს შეგაწუხებთ, განსხვავებით ტრადიციული ქვის ან ბეტონის საფარისგან. ყველა უპირატესობასთან ერთად, მასში არც ბალახი ამოდის.

 

4.     უწყვეტობა და ფერის სტაბილურობა

კენჭოვანი საფარი უწყვეტია და ხალიჩასავით იგება. არ არის საჭირო სადმე მისი გადაბმა, თუ სხვადასხვა ფერის შერევა არ ხდება. რადგან კენჭები ბუნებრივი მარმარილოა, მისი ფერი სტაბილურობას ინარჩუნებს ათწლეულების განმავლობაში, მიუხედავად მზის, წვიმის, თოვლის და ყინვის ზემოქმედებისა.

 

ამ ყველა უპირატესობას დაუმატეთ ყველაზე ორიგინალური და თანამედროვე ვიზუალი და იდეალურ მოსაპირკეთებელ მასალას მიიღებთ თქვენი ეზოსთვის, კომერციული ფართისთვის თუ სხვა გარე ტერიტორიისთვის.

 


კენჭოვანი საფარის უპირატესობები

 
 
 

Comentarios


bottom of page