კენჭოვანი საფარის გამოყენება კომერციულ ფართებში
- Giorgi Buchukuri
- Mar 19
- 1 min read
კენჭოვან საფარს მხოლოდ კერძო სახლების მფლობელები არ იყენებენ. მოპირკეთების ეს საშუალება კომერციული ფართებისთვისაც საკმაოდ მიმზიდველია. ვეცდებით, მოკლედ მიმოვიხილოთ, რა ტიპის ბიზნესებს დააინტერესებთ ჩვენი პროდუქტი და რა უპირატესობებს მოუტანს მათ.

კენჭოვანი საფარი ძირითადად ექსტერიერში გამოიყენება, შესაბამისად, ისეთ ბიზნესებს უფრო გამოადგებათ, რომლებიც გარე ფართებს იყენებენ. ასეთებია სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები, საოფისე შენობები საკუთარი ეზოთი, სავაჭრო მოლები, სპორტული კომპლექსები, ავტოსამრეცხაოები და ა.შ. უამრავ ქვეყანაში კენჭოვანი საფარი კომერციულ ფართებში აქტიურად გამოიყენება.
ჰორეკა სექტორი
დავიწყოთ HORECA სექტორით - უმეტეს სასტუმროს, რესტორანსა და კაფე-ბარს აქვს კარგად მოწყობილი ექსტერიერი, იმისთვის, რომ მომხმარებელი კომფორტულად ესტუმროს და დატოვოს ტერიტორია. კენჭოვანი საფარით ბილიკების, ეზოსა და შენობის შესასვლელების მოპირკეთება ბიზნესის მფლობელებს საშუალებას აძლევს ორიგინალური და ესთეტიკურად საკმაოდ მიმზიდველი დიზაინი შემატოს ობიექტს და ამასთანავე, მომხმარებელს შეუქმნას კომფორტი, რადგან კენჭოვან საფარზე წვიმის დროს არ ჩერდება წყალი, შესაბამისად მასზე სიარულისას ფეხი არ სველდება და ზამთარში არ იყინება. გარდა ამ უპირატესობებისა, კენჭოვან საფარს გააჩნია ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა, ადვილად მოსავლელია და ფერს არ იცვლის.
საოფისე ფართები
საოფისე შენობებს ზუსტად იგივე უპირატესობებით სარგებლობა შეუძლიათ, რაც ჰორეკა სექტორს. კომფორტული შესასვლელების გარდა, მათ შეუძლიათ ავტომობილების პარკირებაც კენჭოვანი საფარით მოაპირკეთონ და წვიმის დროს მანქანებში მშრალი ფეხებით ჩასხდნენ.
სავაჭრო მოლები
სავაჭრო მოლები ფეხით მოსიარულეთა დიდი ნაკადით გამოირჩევიან. განსაკუთრებით, თუ მოლი გარე ტერიტორიაზეა გაშლილი, მისი სტუმრები კენჭოვან საფარზე მთელი დღის განმავლობაში მშრალად ივლიან და თან მოლისთვის ეს ფუფუნება დამატებით ექსპუატაციის ხარჯებს არ წარმოშობს. კენჭოვანი საფარი თვითდრენაჟირებადი მოსაპირკეთებელი მასალაა, რაც წვიმის წყლის ნაკადების მართვას საკმაოდ აიოლებს.
სპორტული კომპლექსები
სპორტული კომპლექსები ყველა ზემოთჩამოთვლილი უპირატესობით ისარგებლებენ, განსაკუთრებით, თუ საუბარია აუზებზე.
კენჭოვანი საფარი სხვა კომერციულ ფართებში
ამ სტატიაში გამოვყავით ძირითადი სექტორები, რომლებიც გვგონია, რომ კენჭოვანი საფარით საკმაოდ დიდ სარგებელს მიიღებენ, თუმცა კიდევ უამრავი მიმართულებით არის შესაძლებელი ამ ტექნოლოგიის მოპირკეთების გამოყენება. ყველაფერთან ერთად, კენჭოვანი საფარით თქვენი კომპანიის ლოგოს დახატვაც კი არის შესაძლებელი.
Comments